ტესტის კითხვები
83 კითხვა · 19.11.2026
სასწავლო მასალა თანამშრომლებისთვის. ტესტის გასავლელად გახსენით ტესტის გვერდი.
1როგორ იცვლება ჯამური ძაბვა და ტევადობა ორი იდენტური აკუმულატორის მიმდევრობითი (სერიული) დაერთებისას?
ა) ტევადობა ორმაგდება, ძაბვა რჩება იგივე.
ბ) ორივე პარამეტრი უცვლელი რჩება.
გ) ძაბვა ორმაგდება, ტევადობა რჩება იგივე
დ) ორივე პარამეტრი ორმაგდება
2როგორ იცვლება ჯამური ძაბვა და ტევადობა ორი იდენტური აკუმულატორის პარალელური დაერთებისას?
ა) ორივე პარამეტრი ორმაგდება
ბ) ორივე პარამეტრი ნახევრდება
გ) ძაბვა ორმაგდება, ტევადობა რჩება იგივე
დ) ტევადობა ორმაგდება, ძაბვა რჩება იგივე
3რა უარყოფით შედეგს იწვევს ლითიუმ-იონური აკუმულატორის ღრმა განმუხტვა (Deep Discharge)?
ა) ტევადობის შეუქცევად დაკარგვასა და ელემენტის დაზიანებას
ბ) მხოლოდ დროებით გახურებას ეფექტის გარეშე
გ) აკუმულატორის შიდა წინააღმდეგობის ნულამდე შემცირებას
დ) აკუმულატორის ძაბვის მყისიერ გაორმაგებას
4რომელი მოწყობილობა გამოიყენება მუდმივი ძაბვის დონის შესამცირებლად (Step-Down)?
ა) Buck კონტროლერი
ბ) ინვერტორი
გ) ტრანსფორმატორი
დ) Boost კონტროლერი
5რა არის Boost კონტროლერის (Step-Up) ძირითადი ფუნქცია?
ა) შესავალი DC ძაბვის გაზრდა გამოსავალზე
ბ) სიხშირის სტაბილიზაცია წრედში
გ) ცვლადი დენის მუდმივ დენად გარდაქმნა
დ) შესავალი DC ძაბვის შემცირება გამოსავალზე
6რას ნიშნავს ტერმინი POE (Power over Ethernet)?
ა) მაღალი ძაბვის გადაცემას საჰაერო ხაზებით
ბ) ელექტროენერ გიის გადაცემას სტანდარტული ქსელური კაბელით
გ) უსადენო ქსელით კვების მიწოდებას
დ) მხოლოდ ოპტიკური ბოჭკოთი მაღალი სიჩქარის გადაცემას
7რა არის მთავარი განსხვავება აქტიურ (802.3af/at) და პასიურ POE-ს შორის?
ა) პასიურ POE-ს შეუძლია 1000 V ძაბვის გადაცემა
ბ) აქტიური POE მუშაობს მხოლოდ ცვლად დენზე
გ) პასიური POE ავტომატურად იცავს მოწყობილობას მოკლე ჩართვისგან
დ) აქტიური POE ატარებს შეთანხმებას (Handshake) ძაბვის მიწოდებამდე
8რა არის სტანდარტული მაქსიმალური მანძილი Ethernet კაბელით POE კვების უსაფრთხოდ გადასაცემად
ა) 50 მეტრი
ბ) 150 მეტრი
გ) 1000 მეტრი
დ) 100 მეტრი
9რა ძირითადი განსხვავებაა L2 და L3 ქსელურ კომუტატორებს (Switch) შორის?
ა) L2 კომუტატორი მუშაობს მხოლოდ ოპტიკურ კაბელებზე
ბ) L2 კომუტატორი გამოიყენება მხოლოდ Wi-Fi ქსელებში
გ) L3 კომუტატორს შეუძლია მარშრუტიზაცია (IP მისამართებით)
დ) L3 კომუტატორი არ საჭიროებს ელექტროკვებას
10რა არის UPS-ის (Uninterruptible Power Supply) ძირითადი დანიშნულება ქსელურ კვანძზე?
ა) ინტერნეტის სიჩქარის გაზრდა
ბ) ძირითადი კვების გათიშვისას მოწყობილობებ ის დროებითი უწყვეტი კვება
გ) IP მისამართების ავტომატური დარიგება
დ) ოპტიკური სიგნალის ელექტრულ სიგნალად გარდაქმნა
11ჩამოაყალიბეთ ომის კანონის ფორმულა წრედის უბნისათვის:
ა) I = R/U
ბ) I=U/R
გ) I = U+ R
დ) I = U*R
12რომელი ფორმულით გამოითვლება ელექტრული სიმძლავრე (P) მუდმივი დენის წრედში?
ა) P=R/I
ბ) P = I2*U
გ) P=U*I
დ) P=U/I
13თუ მოწყობილობის სიმძლავრეა $60 W და ის მიერთებულია 12V წყაროზე, რისი ტოლია დენის ძალა A?
ა) 12 A
ბ) 0.2 A
გ) 5 A
დ) 65A
14100 W სიმძლავრის ნათურა მუშაობს 10 საათის განმავლობაში. რამდენი ელექტროენერგია მოიხმარა მან?
ა) 100 kWh
ბ) 0.1 kWh
გ) 1 kWh
დ) 10 kWh
15რომელია ელექტროენერგიის მიწოდების სწორი თანმიმდევრობა გენერაციიდან მომხმარებლამდე?
ა) განაწილება ― გენერაცია გადაცემა ― მოხმარება
ბ) გენერაცია ― მოხმარება — გადაცემა ― განაწილება
გ) გენერაცია → გადაცემა — განაწილება → მოხმარება
დ) გადაცემა ― გენერაცია ― განაწილება → მოხმარება
16რა არის ცვლადი დენის (AC) ძირითადი მახასიათებელი, რაც მას განსხვავებს მუდმივი დენისგან (DC)?
ა) მიმართულება და სიდიდე პერიოდულად იცვლება დროში
ბ) მიმართულება მუდმივია, იცვლება მხოლოდ ძაბვა
გ) მხოლოდ ელემენტებიდან და აკუმულატორებიდან მიიღება
დ) მას არ გააჩნია სიხშირე
17რატომ გამოიყენება შორ მანძილზე ელექტროენერგიის გადასაცემად ძალიან მაღალი ძაბვა?
ა) რომ სადენებს არ დასჭირდეთ იზოლაცია
ბ) დენის სიჩქარის სინათლის სიჩქარეზე მეტად გასაზრდელად
გ) დენის ძალისა და სადენებში ენერგიის დანაკარგების შესამცირებლად
დ) სადენების დნობის ტემპერატურის გასაზრდელად
18რატომ გამოიყენება შორ მანძილზე ელექტროენერგიის გადასაცემად ძალიან მაღალი ძაბვა?
ა) დენის სიჩქარის სინათლის სიჩქარეზე მეტად გასაზრდელად
ბ) რომ სადენებს არ დასჭირდეთ იზოლაცია
გ) დენის ძალისა და სადენებში ენერგიის დანაკარგების შესამცირებლად
დ) სადენების დნობის ტემპერატურის გასაზრდელად
19რომელი მოწყობილობა გამოიყენება ცვლადი დენის (AC') მუდმივ დენად ( DC) გარდასაქმნელად?
ა) გამმართველი (Rectifier)
ბ) რელე
გ) ტრანსფორმატორი
დ) ინვენტორი
20რომელი დენის ძალა ითვლება
ადამიანის სიცოცხლისთვის კრიტიკულად და სახიფათოდ (50 Hz AC დენისას)?
ა) 1 mA
ბ) 5 mA
გ) 0.1 mA
დ) 50 mA - 100 mA და მეტი
21რა არის პირველი მოქმედება, რაც უნდა განახორციელოთ დენით დაზარალებულის დანახვისას?
ა) მხოლოდ სასწრაფო დახმარების ლოდინი უმოქმედოდ
ბ) ელექტროენერგიის წყაროს გათიშვა ან დაზარალებულის უსაფრთხოდ განცალკევება დენგამტარისგან
გ) დაზარალებულისთვის ხელით შეხება და მისი სასწრაფოდ გამოქაჩვა
დ) დაზარალებულისთვის წყლის დასხმა
22როგორ უნდა გამოვიდეს ადამიანი „ბიჯური ძაბვის“ (Step Voltage) ზონიდან მაღალი ძაბვის სადენის მიწაზე დავარდნისას?
ა) ფეხების ერთმანეთთან მჭიდროდ მიტანით, „ბატი- ბატის“ ნაბიჯებით ან ნახტომებით
ბ) ფართო და სწრაფი ნაბიჯებით სირბილით
გ) ოთხზე დადგომით და ფორხვნით
დ) ერთ ადგილზე დიდი ხნით გაჩერებით
23რა არის დამიწების სისტემის მთავარი დანიშნულება?
ა) ქსელური მოწყობილობების სიჩქარის გაზრდა
ბ) ცვლადი დენის მუდმივად გარდაქმნა
გ) ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება
დ) ადამიანის დაცვა ელექტრული დარტყმისგან კორპუსზე ძაბვის მოხვედრისას
24რით განსხვავდება დიფერენციალური რელე (RCD / GFCI) სტანდარტული ავტომატური ამომრთველისგან?
ა) RCD რეაგირებს დენის გაჟონვაზე, ხოლო ავტომატი ― გადატვირთვასა და მოკლე ჩართვაზე
ბ) ავტომატი იცავს ადამიანს, RCD კი მხოლოდ სადენებს
გ) RCD მუშაობს მხოლოდ 12 V ძაბვაზე, ავტომატი — 220 V-ზე
დ) მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის
25რა პრინციპით მუშაობს ელექტრული მცველი (Fuse)?
ა) ავტომატურად აღადგენს წრედს 5 წუთის შემდეგ
ბ) ამცირებს ძაბვას უსაფრთხო დონემდე
გ) ჭარბი დენის გავლისას დნება დენგამტარი ძაფი და ხსნის წრედს
დ) მაგნიტური ველის მეშვეობით თიშავს კონტაქტს გადატვირთვისას
26რა არის აკუმულატორის ტევადობის საზომი ერთეული?
ა) ვატი (W)
ბ) ვოლტი (V)
გ) ომი (I)
დ) ამპერ-საათი (Ah)
27რომელ ქსელურ მოწყობილობას გადაჰყავს სიგნალი ოპტიკური გარემოდან სპილენძის UTP კაბელში?
ა) პატჩ-პანელს
ბ) მედია-კონვერტორს
გ) ძაბვის სტაბილიზატორს
დ) DHCP სერვერს
28რა ემართება წრედში დენის ძალას, თუ ძაბვა გაორმაგდება, ხოლო წინააღმდეგობა დარჩება უცვლელი?
ა) გაორმაგდება
ბ) ოთხჯერ გაიზარდება
გ) განახევრდება
დ) არ შეიცვლება
29რომელ დენს იძლევიან სტანდარტული ქიმიური დენის წყაროები (აკუმულატორები და ელემენტები)?
ა) მაღალი სიხშირის სამფაზა დენს
ბ) უდმივ დენს (DC)
გ) იმპულსურ ცვლად დენს
დ) ცვლად დენს (AC)
30რომელია ადამიანის სხეულის ყველაზე მაღალი წინააღმდეგობის მქონე ნაწილი ელექტრული დენის მიმართ?
ა) მშრალი და დაუზიანებელი კანი
ბ) სისხლი და კუნთები
გ) ტვინი
დ) ნერვული სისტემა
31რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც სველ გარემოში (მაგ. აბაზანაში) დენით დარტყმის საფრთხე მკვეთრად იზრდება?
ა) წყალი აუქმებს ავტომატური ამომრთველის ფუნქციას
ბ) სველი კანის ელექტრული წინააღმდეგობა მკვეთრად მცირდება
გ) ცვლადი დენი სველ გარემოში მუდმივ დენად გარდაიქმნება
დ) წყალი ზრდის ქსელში ძაბვის დონეს
32რა ემართება სერიულად (მიმდევრობით) დაერთებული აკუმულატორების ჯამურ შიდა წინააღმდეგობას?
ა) იზარდება და უდრის შიდა წინააღმდეგობების ჯამს
ბ) რჩება უცვლელი, მხოლოდ ძაბვა იცვლება
გ) მცირდება და ხდება ყველაზე მცირე წინააღმდეგობაზე ნაკლები
დ) ნულდება, რადგან დენი თანაბრად გაედინება
33რა არის Lead-Acid (ტყვია-მჟავა) აკუმულატორების მთავარი უპირატესობა Li-ion (ლითიუმ-იონურ) აკუმულატორებთან შედარებით?
ა) ბევრად ნაკლები წონა და კომპაქტური ზომები
ბ) დაბალი საწყისი ღირებულება და მაღალი პიკური დენის გაცემის უნარი
გ) სრულიად უსაფრთხოა ღრმა განმუხტვის მიმართ
დ) დამუხტვა- განმუხტვის ციკლების ბევრად მეტი რაოდენობა
34რა ფუნქციას ასრულებს BMS (Battery Management System) ლითიუმის აკუმულატორების ბლოკში?
ა) ამცირებს აკუმულატორში ელექტროლიტის სიმკვრივეს
ბ) იცავს ელემენტებს გადამუხტვისგა ნ, ღრმა განმუხტვისგან და აბალანსებს ძაბვებს
გ) გარდაქმნის მუდმივ DC ძაბვას ცვლად AC ძაბვად
დ) ზრდის აკუმულატორის ნომინალურ ტევადობას ორჯერ
35როგორ უნდა შეინახოთ ტყვია-მჟავა აკუმულატორი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომ არ დაზიანდეს?
ა) სრულად დამუხტულ მდგომარეობაში და პერიოდული გადამუხტვით
ბ) მხოლოდ 20% ტევადობის დონეზე
გ) 0 V-მდე დამოკლებული კონტაქტებით
დ) სრულად განმუხტულ მდგომარეობაში მშრალ ადგილას
36რა არის იმპულსური (Switching) DC-DC კონტროლერის მთავარი უპირატესობა წრფივ (Linear) რეგულატორთან შედარებით?
ა) სქემის სიმარტივე და დეტალების მცირე რაოდენობა
ბ) მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (მცირე სითბური დანაკარგი)
გ) სრულიად არ გააჩნია ელექტრომაგნიტური ხმაური
დ) მუშაობს მხოლოდ ცვლადი დენის (AC') წყაროზე
37რა ეწოდება DC-DC კონტროლერს, რომელსაც შეუძლია გამოსავალზე მიიღოს როგორც შესავალზე მაღალი, ისე დაბალი ძაბვა?
ა) Buck-Boost კონტროლერი
ბ) მხოლოდ Buck კონტროლერი
გ) მხოლოდ Boost კონტროლერი
დ) ინვერტორული ტრანსფორმატორი.
38რომელ სტანდარტს შეესაბამება POE+ (Power over Ethernet Plus) ტექნოლოგია?
ა) IEEE 802.3af
ბ) IEEE 802.3bt
გ) IEEE 802.3at
დ) IEEE 802.11ac
39რა ნომინალური ძაბვა გამოიყენება სტანდარტულ აქტიურ POE (802.3af/at) სისტემებში?
ა) 220 V AC
ბ) 12 V DC
გ) 48 V - 57 V DC
დ) 5 V DC
40Ethernet კაბელის (UTP) რომელ წყვილებს იყენებს Mode A (Endspan) POE კვებისა და მონაცემების ერთდროულად გადასაცემად 100 Base-T ქსელში?
ა) მხოლოდ 7-8 წყვილს
ბ) ყველა 8-ვე წვერს ცალ-ცალკე დენის პოლუსებისთვის
გ) 4-5 და 7–8 წყვილებს (თავისუფალ ხაზებს)
დ) 1-2 და 3-6 წყვილებს (მონაცემთა ხაზებს)
41რა შეიძლება მოჰყვეს პასიური 24 V POE კვების წყაროს მიერთებას ჩვეულებრივ კომპიუტერის ქსელის ბარათზე (NIC)?
ა) ავტომატურად ჩაირთვება POE კონვერტაცია
ბ) არაფერი, მოწყობილობა უბრალოდ არ ჩაირთვება
გ) ქსელის ბარათის ფიზიკური დაზიანება ან დაზიანება
დ) ქსელის სიჩქარე გაიზრდება 1 Gbps
42რა არის SFP (Small Form-factor Pluggable) მოდულის დანიშნულება ქსელურ კომუტატორში?
ა) ქსელური ტრაფიკის ფილტრაცია და ანტივირუსული დაცვა
ბ) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან სპილენძის კაბელის დასაკავშირებელი ინტერფეისის უზრუნველყოფა
გ) IP მისამართების ავტომატური დარიგება (DHCP)
დ) ცვლადი დენის გარდაქმნა მუდმივ დენად
43რა უპირატესობა აქვს ოპტიკურ- ბოჭკოვან კაბელს (Fiber Optic) სტანდარტულ სპილენძის UTP კაბელთან შედარებით?
ა) კაბელის ელასტიურობა და 90 გრადუსით ადვილად გადაღუნვა
ბ) POE კვების გადაცემის შესაძლებლობა დიდ მანძილზე
გ) გაცილებით დიდი მანძილი, მაღალი სიჩქარე და სრული დაცულობა ელექტრომაგნი ტური ხმაურისგან
დ) დაბალი ფასი და მონტაჟის სიმარტივე
44რა არის Patch Panel-ის (პაჩ-პანელი) ძირითადი დანიშნულება სერვერულ კარადაში?
ა) საკაბელო ინფრასტრუქტუ რის ორგანიზება, სისტემატიზაცი ა და სტაციონარული კაბელების კომუტაცია
ბ) Wi-Fi სიგნალის გაძლიერება შენობაში
გ) ძაბვის ცვლილებისგან აპარატურის დაცვა
დ) ქსელური პაკეტების მარშრუტიზაცია (Routing
45თუ წრედში ძაბვა არის 24 V, ოლო წინააღმდეგობა 12 I, რისი ტოლია დენის ძალა?
ა) 0.5 A
ბ) 2 A
გ) 288 A
დ) 12 A
46რისი ტოლია რეზისტორის მიერ გამოყოფილი სითბური სიმძლავრე, თუ მასში გადის 3A დენი და მისი წინააღმდეგობაა 10Ω?
ა) 300 W
ბ) 90 W
გ) 30W
დ) 9W
47ორგანიზაციის ქსელური კვანძი მოიხმარს საშუალოდ 500 W სიმძლავრეს. რამდენი კილოვატ-საათი (kWh) ელექტროენერგია დაიხარჯება 24 საათის განმავლობაში?
ა) 20.8 kWh
ბ) 12 kWh
გ) 1200 kWh
დ) 5 kWh
48რა ემართება დენის ძალას ელექტროგადამცემ ხაზში, როდესაც ტრანსფორმატორის მეშვეობით ძაბვას ვზრდით 10–ჯერ (დანაკარგების გარეშე)?
ა) დენის ძალაც იზრდება 10-ჯერ
ბ) დენის ძალა იზრდება 100-ჯერ
გ) დენის ძალა მცირდება 10-ჯერ
დ) დენის ძალა რჩება უცვლელი
49რომელ მოწყობილობას გადაჰყავს მუდმივი დენი (DC) ცვლად დენად ( AC)?
ა) გამმართველს (Rectifier)
ბ) დrossel-ს (ინდუქციურობას)
გ) ტრანსფორმატორს
დ) ინვერტორს (Inverter)
50რა არის ევროპასა და საქართველოში სტანდარტული ცვლადი დენის სიხშირე საყოფაცნოვრებო ქსელში?
ა) 100 Hz
ბ) 50 Hz
გ) 120 Hz
დ) 60 Hz
51რომელ გზას ეწოდება „დენის კრიტიკული მარშრუტი“ ადამიანის სხეულში გავლისას?
ა) თითი — იმავე ხელის მაჯა
ბ) ფეხი — ფეხი (მცირე მანძილზე)
გ) ზურგი — მხარი
დ) ხელი — გული — ხელი ან ხელი — გული — ფეხი
52რა არის გულის ფიბრილაცია, რაც შეიძლება გამოიწვიოს ელექტრულმა დარტყმამ?
ა) გულისცემის მყისიერი აჩქარება 200 bpm-მდე
ბ) სისხლის წნევის მკვეთრი მატება თავის ტვინში
გ) გულის კუნთის სრული დამწვრობა და გაშავება
დ) გულის კუნთების ქაოსური, შეუთანხმებელი შეკუმშვა, რაც წყვეტს სისხლის მიმოქცევას
53რა არის TN-S დამიწების სისტემის მთავარი მახასიათებელი?
ა) ნულოვანი (N) და დამცავი (PE) გამტარები განცალკევებულია მთელს სისტემაში
ბ) დამიწება საერთოდ არ გამოიყენება
გ) გამოიყენება მხოლოდ იზოლირებული ნეიტრალი (IT)
დ) ნულოვანი და დამცავი გამტარები გაერთიანებულია ერთ PEN სადენში
54რა მაქსიმალური წინააღმდეგობა უნდა ჰქონდეს სტანდარტულ დამცავ დამიწების კონტურს 220 V/380 V ქსელისთვის?
ა) 0.1 I
ბ) 4 I
გ) 100 I
დ) 50 I
55რა ეწოდება აკუმულატორის ტევადობის საზომ ერთეულს?
ა) ამპერ-საათი (Ah)
ბ) ომი (I)
გ) ვატი (W)
დ) ვოლტი (V)
56რა ემართება LiFePO4 აკუმულატორის ექსპლუატაციის ვადას 50°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ხანგრძლივი მუშაობისას?
ა) იზრდება
ბ) იზრდება მხოლოდ დამუხტვის პროცესში
გ) უცვლელი რჩება
დ) მკვეთრად მცირდება
57რა არის AGM (Absorbent Glass Mat) ტიპის აკუმულატორების მთავარი კონსტრუქციული თავისებურება?
ა) მუშაობს მხოლოდ ცვლად დენზე
ბ) თხევადი მჟავა თავისუფლად ასხია კორპუსში
გ) საერთოდ არ საჭიროებს ჰერმეტულ კორპუსს
დ) ელექტროლიტი შეწოვილია მინის ბოჭკოს სეპარატორებში
58რა მიზნით გამოიყენება ბალანსირი (Balancer) მრავალი ელემენტისგან შემდგარ აკუმულატორების ბლოკში?
ა) თითოეულ ელემენტზე ძაბვის გათანაბრებისთვის
ბ) ცვლადი დენის მუდმივად გარდასაქმნელად
გ) ტემპერატურის შესამცირებლად
დ) დენის სიხშირის გაზრდისთვის
59რა არის Buck-Boost (ამწევ-დამწევი) DC-DC კონტროლერის ძირითადი ფუნქცია?
ა) მხოლოდ დენის სიხშირის შეცვლა
ბ) მხოლოდ ძაბვის შემცირება
გ) მხოლოდ ძაბვის მკვეთრი გაზრდა
დ) ძაბვის გაზრდაც და შემცირებაც შესავალი ძაბვის ცვლილების მიხედვით
60რა ემართება გამოსავალ დენს, როდესაც Step-Down (Buck) კონტროლერი ამცირებს ძაბვას?
ა) დენის ძალა მცირდება
ბ) დენის ძალა ნულის ტოლი ხდება
გ) უცვლელი რჩება
დ) დენის ძალა იზრდება
61რა არის IEEE 802.3bt (PoE++) სტანდარტით გათვალისწინებული მაქსიმალური მიწოდებული სიმძლავრე?
ა) 60 W - 90 W
ბ) 15.4 W
გ) 150 W
დ) 30 W
62რას ნიშნავს ტერმინი PoE Midspan მოწყობილობა?
ა) კვების ბლოკს დამიწების გარეშე
ბ) ინჟექტორს ან POE პანელს, რომელიც დგას ჩვეულებრივ Switch-სა და საბოლოო მოწყობილობას შორის
გ) სპეციალურ ოპტიკურ კაბელს
დ) უშუალოდ PoE Switch-ს
63Ethernet (UTP) კაბელის რომელ წყვილებს იყენებს Mode B PoE კვების გადასაცემად 100 Mbps ქსელში?
ა) მხოლოდ 1-ელ წვერს
ბ) ყველა წვერს ერთად
გ) 1-2 და 3-6 წყვილებს
დ) 4-5 და 7-8 წყვილებს (თავისუფალ წვერებს)
64რა არის S/FTP კაბელის მთავარი დანიშნულება?
ა) მხოლოდ PoE ძაბვის გაზრდა
ბ) კაბელის მოქნილობის გაზრდა
გ) წყალგაუმტარობის უზრუნველყოფა
დ) გარეგანი ელექტრომაგნიტური ხმაურისა და შეფერხებებისგან დაცვა
65რა ფუნქციას ასრულებს მედიაკონვერტორი ქსელურ ინფრასტრუქტურაში?
ა) IP მისამართების მინიჭებას
ბ) Wi-Fi სიგნალის გავრცელებას
გ) ძაბვის ავტომატურ დარეგულირებას
დ) სიგნალის გარდაქმნას ოპტიკურ და სპილენძის (UTP) გარემოს შორის
66რა არის მართვადი (Managed) Switch-ის უპირატესობა არამართვადთან შედარებით?
ა) VLAN-ების, QoS-ის და დისტანციური მონიტორინგის მხარდაჭერა
ბ) კვების ბლოკის არარსებობა
გ) დაბალი ღირებულება
დ) მხოლოს ოპტიკურ ხაზებზე მუშაობა
67თუ ძაბვა არის 220 V, ხოლო სიმძლავრე 2200 W, რისი ტოლია დენის ძალა?
ა) 10 A
ბ) 1 A
გ) 5 A
დ) 100 A
68რა ემართება ჯამურ წინააღმდეგობას რეზისტორების მიმდევრობითი შეერთებისას?
ა) ხდება ნულის ტოლი
ბ) იზრდება (უდრის ცალკეული წინააღმდეგობების ჯამს)
გ) უცვლელი რჩება
დ) მცირდება
69რა მოწყობილობა გამოიყენება ქვესადგურებში ძაბვის ასაწევად, დანაკარგების შესამცირებლად?
ა) დიოდური ხიდი
ბ) ამწევი ტრანსფორმატორი
გ) კონდენსატორული ბატარეა
დ) ინვერტორი
70რა ფუნქციას ასრულებს გამართველი (Rectifier)?
ა) ამცირებს დენის სიხშირეს
ბ) ცვლად დენს (AC) გარდაქმნის მუდმივ დენად (DC)
გ) მუდმივ დენს გარდაქმნის ცვლად დენად
დ) ზრდის ძაბვას 10-ჯერ
71რა არის მუდმივი დენის (DC) ძირითადი მახასიათებელი?
ა) დენის მიმართულება და სიდიდე დროსთან ერთად არ იცვლება
ბ) აქვს მკვეთრად გამოხატული 50 Hz სიხშირე
გ) მიმართულება პერიოდულად იცვლება
დ) გამოიყენება მხოლოდ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებში
72რა ეწოდება ცვლადი დენის სრულ წინააღმდეგობას?
ა) იმპედანსი (Z)
ბ) რეზონანსი
გ) ინდუქციურობა
დ) ელექტრული ტევადობა
73დენის რომელი ტიპია უფრო საშიში ადამიანისთვის დაბალი ძაბვის დიაპაზონში?
ა) მუდმივი დენი (DC)
ბ) ორივე თანაბრად უსაფრთხოა
გ) იმპულსური მუდმივი დენი
დ) ცვლადი დენი (AC)
74რა ტემპით უნდა განხორციელდეს გულმკერდის ზეწოლა CPR-ის დროს?
ა) 100-120 ზეწოლა წუთში
ბ) 30 ზეწოლა წუთში
გ) 200 ზეწოლა წუთში
დ) 60 ზეწოლა წუთში
75რა ფერით აღინიშნება დამცავი დამიწების (PE) სადენი?
ა) ლურჯი
ბ) ყვითელ-მწვანე
გ) ყავისფერი
დ) წითელი
76რას ნიშნავს ავტომატზე მარკირება „C16“?
ა) C კლასის დამიწებას
ბ) C ტიპის მახასიათებელს და 16 A ნომინალურ დენს
გ) 16 W სიმძლავრეს
დ) 16 kV მაქსიმალურ ძაბვას
77რა პრინციპით მუშაობს სითბური გამომრთველი?
ა) მაგნიტური ველის აღძვრით
ბ) ბიმეტალური ფირფიტის გაცხელებითა და გაღუნვით გადატვირთვისას
გ) ოპტიკური სენსორით
დ) ჰაერის წნევით
78რას ნიშნავს, როდესაც 1-პორტიანი ან მრავალპორტიანი PoE ინჟექტორი მუშაობს Mode A სქემით?
ა) მონაცემები საერთოდ არ გადაიცემა კაბელში
ბ) კვება გადაიცემა მხოლოდ 4-5 და 7-8 წყვილებზე
გ) კვება და მონაცემები გადაიცემა 1-2 და 3-6 წყვილებზე ერთდროულად
დ) გამოიყენება მხოლოდ Ground/დამიწების ხაზი
79რა არის 1-პორტიანი Gigabit PoE ინჟექტორის ძირითადი დანიშნულება ქსელში?
ა) მთელი rack-კარადის ცენტრალიზებული კვება
ბ) არაფლოტის/ჩვეულებრივი სვიჩის პორტიდან გამოსული სიგნალისთვის კვების დამატება 1 კონკრეტული მოწყობილობისთვის
გ) ოპტიკური სიგნალის გარდაქმნა UTP სიგნალად
დ) IP მისამართების გადანაწილება DHCP პროტოკოლით
808-პორტიან პასიურ PoE პანელზე LAN და POE პორტების განლაგებისას, რომელ პორტში უნდა შეერთდეს ჩვეულებრივი სვიჩი (Switch)?
ა) მნიშვნელობა არ აქვს, ორივე იდენტურია
ბ) კვების ბუდეში (DC Jack)
გ) POE პორტში
დ) LAN პორტში
81როგორ გამოითვლება DC კვების ბლოკის მინიმალური საჭირო სიმძლავრე (W) 24-პორტიანი PoE პანელისთვის, თუ თითოეული მოწყობილობა მოიხმარს 12W-ს?
ა) 12 W
ბ) 24 W
გ) მინიმუმ 288 W (პლუს 15-20% მარაგისთვის) ✔
დ) 120 W
82რატომ გააჩნია ზოგიერთ 8 ან 16-პორტიან PoE პანელს 2 დამოუკიდებელი DC კვების შესასვლელი (Terminal Block / DC Jack)?
ა) მხოლოდ grounding/დამიწების ფუნქციისთვის
ბ) მონაცემთა გადაცემის სიჩქარის გაორმაგებისთვის
გ) ორმაგი ძაბვის (მაგ. 24V და 48V) ან სარეზერვო კვების (Redundancy) უზრუნველსაყოფად ✔
დ) UTP კაბელის სიგრძის 500 მეტრამდე გაზრდისთვის
83რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი Rackmount PoE პანელის კორპუსის დამიწება (Grounding)?
ა) PoE პანელის ტემპერატურის გაზრდისთვის
ბ) გარეთ დამონტაჟებული მოწყობილობებიდან (ქარის/სტატიკური ელექტრობა, მეხი) წამოსული იმპულსების უსაფრთხოდ გადასაყვანად
გ) კაბელში ძაბვის ვარდნის შესამცირებლად
დ) Data-ტრაფიკის შიფრაციისთვის